logo_geo
მეუფე ილია: თანამედროვე ადამიანები ძალადობითა და საქმიანი მოგვარებებით ცხოვრობენ
- +

26 ივლისი. 2020. 18:58

 

 

"თანამედროვე ყოფაში სხვა კანონებითა და წესებით ცხოვრობენ ადამიანები, ძალადობითა და საქმიანი მოგვარებებით- ეს არასწორი და დამღუპველია ,- განაცხადა სამების ტაძრის წინამძღვარმა ილია ნასიძემ ქადაგებისას.

 

„შეურაცხყოფის, წყენის, უთანხმოების შემთხვევაში, ყუველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის რომ დაუსრულებელ შურისძიებას გასაქანი არ მისცე. თანამედროვე ყოფაში სხვა კანონებითა და წესებით ცხოვრობენ ადამიანები. ძალადობითა და საქმიანი მოგვარებებით- ეს არასწორი და დამღუპველია. უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება, მაგრამ ამისათვის ჯერ მშობლებმა უნდა ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარულით ცხოვრება. მიხარია, როცა წესიერი შვილების გამზრდელ მშობლებს ვხედავ” ,-აღნიშნა მეუფე ილია ნასიძემ.

 

დღეს მართმადიდებელი სამყარო გაბრიელ მთავარანგელოზის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად წირვა ჩატარდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი