logo_geo
დაკარგული ილია ფილფანის მამა საზოგადოებას მიმართავს
- +

27 ივლისი. 2020. 02:53

 

 

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის მამა, დავით ფილფანი მოსახლეობას დახმარებას სთხოვს.

 

როგორც მოზარდის მამა ხსნის, თუ მოზარდი დალაპარაკებას ვერ შეძლებს, სავარაუდოდ მისი შვილია, რადგან მან ქართული არ იცის.

 

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს - ყველა კეთილ და გულისხმიერ ადამიანს გთხოვთ, თუ ნახეთ 12-13 წლის ბიჭი ველოსიპედზე, რომელსაც მიამსგავსებთ ილიას ფოტოს და ეჭვი შეგეპარებათ, დაელაპარაკეთ და თუ ქართული არ ესმის, შესაძლოა, ეს ჩემი შვილია. დარეკეთ პოლიციაში, გაესაუბრეთ მას - შესაძლოა ძალიან დაგვეხმაროთ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც სამაშველო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. არ ვიცით, რა მიმართულებით წავიდა, შესაძლოა ის დაიკარგა და სხვა რეგიონში აღმოჩნდა. გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილი“, - ამბობს დავით ფილფანი, რომლის მიმართვასაც „დროება“ ავრცელებს.

 

ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანს მე-9 დღეა ეძებენ. ის სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული.

 

 

 

 

big_banner
არქივი