logo_geo
იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!
- +

27 ივლისი. 2020. 11:21

 

 

„საქართველოს რკინიგზა“ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას განაგრძობს. 28 ივლისს, თბილისი-ოზურგეთის რეისზე, მგზავრებს  საინტერესო ამბებს გურიაზე ზურა შევარდნაძე მოუყვება. რა უნდა ნახოთ ისტორიულ გურიაში, ვინ უნდა გიმასპინძლოთ და რომელია ის ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ - გურიის მატარებლის გზამკვლევი აქამდე უცნობ ისტორიებს გაგაცნობთ.

 

„აღმოაჩინე საქართველო - რკინიგზასთან ერთად“ პროექტის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზა“ მაგისტრალურ რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში მგზავრებს საინტერესო გიდებს მატარებელში დაახვედრებს. მოგვიანებით კი საინფორმაციო ვიდეორგოლებს მოამზადებს. მნიშვნელოვანია, მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი. „საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ! 

 

 

big_banner
არქივი