logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით მიშა ქურციკიძემ ჭიათურაში საკუთარი ბიზნესი დაიწყო
- +

27 ივლისი. 2020. 20:57

 

მიშა ქურციკიძემ დღეიდან ჭიათურაში საკუთარი ბიზნესი დაიწყო. მან ქალაქის ცენტრში, გამარჯვების პარკში, სანაყინე გახსნა და ადგილობრივებიც დაასაქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის, არომატული ყავის დაგემოვნებაც შეუძლია - მცირე მეწარმეც კმაყოფილია და ჭიათურელებიც. მიშას, იდეის განხორციელებაში „ჯორჯიან მანგანეზი“ დაეხმარა. კომპანიას მან ხელშეწყობის თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა.

 

როდესაც ობიექტის გახსნის იდეა გამიჩნდა, „ჯორჯიან მანგანეზს“ მივმართე. მათ პროექტი მომიწონეს და ძალიან დამეხმარნენ, სანაყინის გახსნა სრულად კომპანიის დაფინანსებით შევძელი. აქ ხარისხიანი ყავა და ნაყინი იყიდება, რაც მთავარია, ქალაქისთვის მისაღებ ფასად. ვფიქრობ, ეს სიახლე განსაკუთრებით ადგილობრივ ახალგაზრდებს გაუხარდათ“, - გვიყვება მიშა ქურციკიძე.

 

აღსანიშნავია, რომ ადგილი, სადაც დღეს მცირე მეწარმემ ახალი ობიქტი გახსნა, „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით მოეწყო: გამარჯვების პარკში ბუნებრივი მწვანე საფარი დაიგო, ტერიტორია წითელი ბაზალტის ხრეშით მოიკირწყლა, სანაყინესთან მიმავალ ბილიკთან კი ღამის სპეციალური განათებაც დამონტაჟდა.

 

„ჯორჯიან მანგანგანეზის“ დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ ეს კომპანიის მორიგი, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წახალისება, ვისაც საინტერესო იდეის გარდა, აქვთ უნარი, რეგიონისთვის სასიკეთო საქმე აკეთონ.

პროექტმა არაერთი სიკეთე მოიტანა: ქალაქში გაჩნდა ახალი ობიექტი, დასაქმდნენ ადგილობრივები, გალამაზდა და გაცოცხლდა პარკი, ახალგაზრდა მამაკაცს კი შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ბიზნესი აწარმოოს. მსგავს პროექტებს ჩვენი კომპანია ყოველთვის დაუჭერს მხარს“, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

big_banner
არქივი