logo_geo
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში 13 ივნისიდან მკურნალობდა
- +

30 ივლისი. 2020. 02:54

 

 

მცხეთის სამედიცინო ცენტრში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტზე საუბრობენ. კლინიკის დირექტორი ლიკა მუმლაძე „ქრონიკასთან“ აღნიშნავს, რომ პაციენტი შემოყვანის დღიდან რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რადგან კოვიდ-ინფექციასთან ერთად სხვა მრავალი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

 

გარდაიცვალა 79 წლის ქალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობას 13 ივნისიდან იტარებს. შემოსვლის დღიდან იყო მძიმე კრიტიკული, დადასტურებული კოვიდ-ინექციის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გადმოიყვანეს. ასევე ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, გულის ქრონიკული უკმარისობა, რითმის დარღვევა. დინამიკაში მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე იყო გულის გაჩერების ეპიზოდი, რომლის აღდგენაც მოხერხდა, თუმცა პაციენტის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. გარდაიცვალა კოვიდის გართულებებით“, - განაცხადა მუმლაძემ.

 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული მორიგი პაციენტი 29 ივლისს გავრცელდა.

 

ვეყანაში კორონავირუსით სულ 1 155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი