logo_geo
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ეწვია
- +

30 ივლისი. 2020. 23:12

 

 

2020 წლის 30 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ესტუმრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მსგავსი ფორმატით ვიზიტი პირველად გაიმართა.

 

სტუმრობის უმთავრესი მიზანი იყო, კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში აქტიურად მოქმედი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდგომარეობის გაცნობა, ავტონომიური ხელისუფლების შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლისათვის მხარდაჭერა და  დახმარების აღმოჩენა. რექტორმა სტუმრებს არსებული ვითარება გააცნო და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობას დაიგეგმა. რ. აბაშიძემ და ა. მარგიანმა უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისათვის მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს.

 

 

 

big_banner
არქივი