logo_geo
საქსტატის ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის შემთხვევები ორი წელია, აღარ ფიქსირდება
- +

31 ივლისი. 2020. 12:24

 

 

საქსტატის მონაცემებით, ორი წელია, საქართველოში 15 წლამდე გოგონებს შორის აბორტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

მათივე ინფორმაციით,  2019 წელს ქვეყანაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის 21600 ფაქტი აღირიცხა, რაც 1100-ით ნაკლებია 2018 წლის მონაცემზე.

 

15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის ბოლო ფაქტი 2017 წელს დაფიქსირდა. 15-19 წლის ასაკის გოგონებში კი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება გასულ წელს 450 მათგანმა მიიღო. წინა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 510 იყო.

 

2019 წლის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 20973 აბორტი 20-44 წლის ასაკის ქალებზე მოდის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი