logo_geo
ავსტრალიელმა ქალმა დაშავებულ ობობაზე ზრუნვისთვის PETA- ს ჯილდო მიიღო
- +

1 აგვისტო. 2020. 01:23

 

 

ცხოველებზე ზრუნვისთვის PETA-ს ჯილდო არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო, ავსტრალიაში მომხდარი შემთხვევა კი სრულიად უნიკალურია.

 

ელენა უოლშმა ობობა იპოვა, რომელსაც მხოლოდ ორი ფეხი ჰქონდა. Google-ში მოპოვებული ინფორმაციით, ქალმა შეიტყო, რომ არაქნიდებეს კიდეურების რეგენერაციის, ანუ აღდგენის უნარი აქვთ. ელენამ გადაწყვიტა, რომ ეზრუნა და ემკურნალა ობობისთვის, რომელსაც მეტსახელად პეგი დაარქვა.

 

ქალი მონადირე ობობას პატარა ტარაკნებით კვებავდა. ელენამ პეგის Instagram-ის გვერდიც კი შექმნა, რათა მიმდევრებს მისი გამოჯანმრთელებისთვის თვალყურის დევნების საშუალება ჰქონოდათ. ერთ თვეში არაქნიდს ექვსივე ფეხი გაეზარდა.

 

პეგი გამოჯანმრთელდა, ავსტრალიელმა ელენა უოლშმა კი PETA-ს ჯილდო მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი