logo_geo
3 აგვისტოს სავსემთვარეობაა- ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებენ ასტროლოგები
- +

1 აგვისტო. 2020. 02:45

 

 

კურო

 

კარიერასა და ბიზნეს თემებზე უნდა შეძლოთ მეტად კონცენტრირება და მათი დაბალანსება. ანუ, ერთის გამო მეორე არ უნდა დააზარალოთ. დაიცავით ჰარმონია. შეიძლება მხარდაჭერა მიიღოთ ნათესავებისგან, მშობლებისგან ან ოჯახის წევრებისგან, რომ განვითარდეთ როგორც პროფესიონალი, მიიღოთ ხალხის აღიარება და დაფასება.

 

ტყუპი

 

დალანსის დაცვა გევალებათ იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც ყოველდღიური კავშირი გაქვთ (და-ძმები, თანატოლები) და მათთან, ვინც თქვენგან შორსაა (საზღვარგარეთ) ან ავტორიტეტით სარგებლობს. გამოავლინეთ კარგი მოსწავლის თვისებები და ამასთანავე, შეიძლება თავადაც მოგიწიოთ სხვებისთვის რამის სწავლამ. ზოგმა შეიძლება თავის გურუს, მასწავლებელს მიაგნოს, ვინც დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში. ზოგიერთ ტყუპს ელის მიმოსვლა ახლო მანძილზე (მივლინება), იურიდიული და უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. თუ უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, გირჩევთ ახლავე დაიწყოთ საბუთების შეგროვება.

 

კირჩხიბი

 

ძირითადი თემა იქნება ფული - დააბალანსეთ თქვეი და თქვენი პარტნიორის ფინანსები. გადახედეთ, იმ საქმეებს, სადაც გაქვთ ინვესტიცია ჩადებული, ან ახლა აპირებთ ფულის დაბანდებას. მოაწესრიგეთ კრედიტებთან, მემკვიდრეობასთან, სადაზღვევო თანხასთან, ალიმენტებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, დაფიქრდით, რისი შეძენა გსურთ (შეგიძლიათ, სიაც კი ჩამოწეროთ), რა მატერიალური სურვილების განხორციელებას აპირებთ.

 

ლომი

 

დააბალანსეთ ურთიერთობა ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორებთან. ძალიან აქტუალური იქნება თქვენი დამოკიდებულება მათდამი. პარტნიორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი, რომ არ გააფუჭოთ დამოკიდებულება მათთან და უფრო მეტი, გააუმჯობესოთ და სხვა, მაღალ დონეზეც კი აიყვანოთ. წაგებას და გაფუჭებას, ჯობია, მოგება და გამარჯვება. ამასთანავე, პარტნიორის კეთილდღეობაზე რომ იფიქრებთ, ნურც საკუთარ თავსა და ინტერესებს დაივიწყებთ.

 

ქალწული

 

ბალანსი უნდა დაიცვათ თქვენს ყოველდღიურ საქმეებში, რუტინასა და ჯანმრთელობაში და სურვილებში, იდეალების, მიზნებისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში. თქვენ ერთ-ერთი საიმედო და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, მაგრამ ეცადეთ, არ დაივიწყოთ სურვილები, ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მიეცით თავს დასვენების, განმარტოების, ლოცვისა და დაფიქრების საშუალება. მოუსმინეთ შინაგან ხმას, სასიამოვნო მუსიკას, გამოიძინეთ და ეცადეთ, ფიზიკური ჯანმრთელობაც წესრიგში გქონდეთ და სულიერიც. გარდა ამისა, ბალანსს საჭიროებს ყოველდღიური საქმეები და წმინდა ადგილებში (ეკლესია-ტაძრები) განმარტოება და ლოცვა.

 

სასწორი

 

ბალანსი უნდა დაიცვათ საკუთარ შემოქმედებით სფეროებსა და იმ საქმეებს შორის, რასაც მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებთ. ეცადეთ, საკუთარი ინტერესებიც დაიცვათ და არც მეგობრებისა დაარღვიოთ. უფრო მეტიც, შეიძლება სწორედ მეგობრების დახმარებით განახორციელოთ თქვენი იდეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, შვილებთან აგრეთვე, გერთან, თუ ასეთი გყავთ, თქვენი მეგობრის შვილებთან. ისინი შეგიძლიათ ერთ ჯგუფში გააწევრიანოთ და გაართოთ, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში დაეხმაროთ.

 

 

 

მორიელი

 

აქტიური გახდება საოჯახო საკითხები, თქვენს ბინასთან, უძრავ ქონებასთან, ნათესავებთან დაკავშირებული თემები. ამასთანავე, ყურადღება არ უნდა მოაკლოთ და არ დააზარალოთ კარიერა, ბიზნესი. შანსი გაქვთ, რომ საოჯახო საქმეებიც იდეალურად შეასრულოთ და კარიერაშიც მიაღწიოთ წინსვლასა და აღიარება-დაფასებას.

 

მშვილდოსანი

 

დაარეგულირეთ დამოკიდებულება თქვენს და-ძმებთან, მათთან, ვინც თქვენგან ხელის ერთ გაწვდენაზეა და აგრეთვე მათთან, ვისაც ავტორიტეტად მიიჩნევთ, ვინც საზღვარგარეთაა. აგრეთვე, ბალანსი უნდა დაიცვათ სწავლაში. შეიძლება მოსწავლე გახდეთ ან თქვენს ცოდნას თავი მოუყაროთ და ლექციების კითხვა დაიწყოთ. იყავით მზად ახალი ინფორმაციების მისაღებად და სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლადაც. კარგ შედეგს მოგიტანთ შორეული მგზავრობაც და ახლოც, 2-3-დღიანი.

 

თხის რქა

 

განსაკუთრებულ აქტიურობას შეიძენს თქვენი და პარტნიორების ფულების მართვის საკითხი. თქვენი დავალებაა, გადახედოთ იმ თანხებს, რასაც განაგებთ, ამასთანავე, უძრავ ქონებასაც და იმ ცოდნასაც, რასაც ფლობთ. ზოგიერთმა შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო მოიძიოს და ამაში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება დაეხმაროს (კონსულტაცია გაუწიოთ ბიზნესისა და ფინანსების სფეროებს) ფულის შოვნაში. ამასთანავე, მოგეთხოვებათ, მოაწესრიგეოთ გადასახადებთან, კრედიტებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

მერწყული

 

ბალანსი დაიცავით საკუთარ თავსა და პარტნიორულ ურთიერთობებს შორის. ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი ასევე პირადი კავშირები. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ 3 აგვისტოს სავსემთვარეობა პლანეტა ურანის ძლიერ გავლენას განიცდის, ის კი თქვენი მთავარი მმართველია. ამიტომ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან. თქვენმა თავისუფლებისკენ, სიახლეებისკენ სწრაფვამ შეიძლება თქვენ შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარი კი არა, პარტნიორის ინტერესებიც გაითვალისწინოთ ხოლმე. უფრო მეტიც, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და ერთად, გაერთიანებული ძალით იმოქმედეთ. და რაც ყველაზე მთავარია, დაუკვირდით იმ იდეებს, რაც ამ პერიოდში დაგებადებათ. კარგი იქნება თუ იმუშავებთ საკუთარ გარეგნობაზე, იმიჯზე.

 

თევზები

 

დააბალანსეთ ორი სფერო - თქვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა. კარგი იქნება თქვენთვის ოცნება, განმარტოება, საკუთარ სულთან "დალაპარაკება" და "დამეგობრება", მედიტაცია, გამოძინება. ხშირად ესტუმრეთ წმნიდა ადგილებს. კარგ შედეგს მოგიტანთ არტთერაპია, ქველმოქმედება. ამასთანავე, ნუ დაივიწყებთ თქვენს ყოველდღიურ საქმეებსა და ვალდებულებებს. რაც დაკავშირებულია, თქვენს სამსახურთან, ჯანმრთელობასთან, საოჯახო საქმეებთან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი