logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

1 აგვისტო. 2020. 11:01

 

 

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947- ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

big_banner
არქივი