logo_geo
თბილისში პითონი დაიჭირეს
- +

1 აგვისტო. 2020. 12:39

 

 

თბილისში პითონი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამისთვის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

„მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა: პითონი გამექცა, დამეხმარეთ. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გავიდა. წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მცხოვრები, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია, არავის ვუსურვებთ მის „სტუმრობას“. ბოლომდე გვიჭირდა გააზრება, რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტობრივად „თვალებახვეულებს“ მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა.

 

საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და „გრძელი ღამეც“ დაიწყო.

 

დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არც ერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი „დამნაშავეც“ გამოვიჭირეთ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი