logo_geo
ილია მეორე: უფროსმა თაობამ თავისი საქმე უნდა გადასცეს ახალგაზრდებს
- +

2 აგვისტო. 2020. 14:11

 

 

„რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაინგრევა“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა. პატრიარქმა მრევლს წმინდა ილია მართლის დღესასწაული მიულოცა.

 

„დღეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე უნდა გადასცეს ახალგაზრდებს.

 

ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამასა და დედასა თვისსა, უფროსს თაობას, რათა დღეგრძელი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაინგრევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და მსოფლიოს მფარველი. უფალმა გაკურთხოთ ერი თვისი მშვიდობით. გაიხარეთ ორთავე სოფელსა შინა“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი