დღეს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის და ელია თეზბიტელის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს და მრევლს ტრადიციულად ქადაგებით მიმართავს. წირვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრება.