logo_geo
„გაფრთხილდით!“ - ბაკურიანში კრიმინალი ციყვი „ბოღრია“ გამოჩნდა, რომელიც დამსვენებლებს ქურდავს
- +

2 აგვისტო. 2020. 21:45

სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით ობოლაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს. როგორც აღმოჩნდა, ბაკურიანში ციყვი დამსვენებლებს ქურდავს. უყურადღებდოდ დატოვებული თხილი, მზესუმზირა და ე.წ. „სასუსნავები“ შესაძლოა ადგილზე აღარ დაგხვდეთ.

 

აი რას წერს ობოლაშვილი:

 

ბაკურიანში, კერძოდ ამირანის პარკში, ბინადრობს კრიმინალი ციყვი ბოღრია, რომელიც დამსვენებლებს ქურდავს

ბოღრიას ძირითად ნადავლს შეადგენს მზესუმზირის მარცვლები

სამი თვის მანძილზე, ბოღრიამ შეძლო ექვსი ტონა მზესუმზირის მარცვლისა და ამდენივე ტონა პურის ნამცეცის მოგროვება/გადამალვა - ეს რისი დათვლაც მოხერხდა

 გაფრთხილდით

 

big_banner
არქივი