logo_geo
ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მთავრდება
- +

3 აგვისტო. 2020. 16:14

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. უწყების ცნობით, სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

 

„პროექტის ფარგლებში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გათბობა-ვენტილაციის სისტემები, ჩატარდა შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს. გარდა ამისა, ფონდი ახორციელებს წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.

 

ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნებოდა საცობი. პროექტის დასრულების შემდეგ, მონასტრის მნახველები კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი