logo_geo
ოთარ ჩოკოშვილი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის
- +

3 აგვისტო. 2020. 22:38

 

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.

 

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ კვლავ დაიცვან სიფრთხილის ზომები. განსაკუთრებით სწორად გამოიყენონ თავდაცვის საშუალებები და ის ღონისძიებები გაატარონ, რაც ვირუსისგან თავდასაცავად განისაზღვრა“, - აღნიშნავს ჩოკოშვილი.

 

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1179 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 959-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6 919, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 251 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი