logo_geo
ექიმის ინფორმაციით, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
- +

4 აგვისტო. 2020. 02:46

 

 

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ნიკოლოზ კვაჭაძის განმარტებით, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

მისი თქმით, ორივე პაციენტი რჩება კლინიკაში და სტაციონარულ რეჟიმში აგრძელებენ მკურნალობას.

 

არც ერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია. დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. ორივე პაციენტი რამდენიმე დღე დარჩება ხეჩინაშვილის კლინიკაში. ერთ-ერთი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაეწეროს, თუმცა დღეს არ იგეგემება. ის ქირურგიულ განყოფილებაშია. ხოლო მეორე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ორივეს მუდმივი მეთვალყურეობა გრძელდება. ამ დროისთვის დამატებითი ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დგას“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

 

ლევან თოფაძე თბილისში 2 აგვისტოს დაჭრეს. საქმეზე შსს-მ ბ.ჟ. დააკავა.

 

 

big_banner
არქივი