logo_geo
საპატრიარქო: თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ
- +

4 აგვისტო. 2020. 02:24

 

 

საპატრიაროქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

 

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდნენ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

 

გარდაცვლილის მშობლები საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა.

 

შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

 

 

big_banner
არქივი