logo_geo
ნინო ქადაგიძე: ჩემი შვილი სასჯელს იმსახურებს, მაგრამ ასე მძიმეს - არა!
- +

4 აგვისტო. 2020. 18:12

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.

 

სასამართლო სხდომაზე ბუსა ჟვანიას ბიძა გოგლა ჟვანია და დედა ნინო ქადაგიძე-ჟვანია იმყოფებიან. როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია, რომ ლევან თოფაძე გადარჩა და ჯანმრთელად არის.

 

 

„ოჯახს მინდა ბოდიში მოვუხადო და მინდა ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. მიმდინარეობს გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება.  ბრალის დამძიმება ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ ასე მძიმედ“ – განაცხადა ნინო ქადაგიძემ სასამართლოში.

 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილი გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის დააკავეს.   

 

 

big_banner
არქივი