logo_geo
შვილიშვილთან ჩახუტებული ბებია - ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის პირველი ფოტოები შვილიშვილთან ერთად
- +

5 აგვისტო. 2020. 13:37

 

 

რამდენიმე დღის წინ კუზანოვების ოჯახს პატარა შეემატა, ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის შვილი ბაია, ბიჭის დედა გახდა.

 

როდესაც ბაიამ ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, მშობლებმა პომპეზური ქორწილი გადაუხადეს. მალე ახალი სიცოცხლის მოლოდინიც გაჩნდა და ყველანი ამ სასიამოვნო სიახლით იყვნენ მოცული. ბიჭუნა ქვეყანას გაგუას კლინიკაში მოევლინა, ეს მნიშვნელოვანი სიახლე ახლადგამომცხვარმა ბებიამ სოციალური ქსელით აცნობა საზოგადოებას. სულ ცოტა ხნის წინ კი ფოტო გაავრცელა სამშობიაროდან, სადაც ბებია და ბაბუა პატარა ბიჭის მოსანახულებლად იყვნენ მისულები.

 

თუ რა დაარქვეს ბიჭს, ჯერჯერობით უცნობია, მთავარია, დედაც და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი