logo_geo
რა შეზღუდვებით დაიწყება სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში
- +

5 აგვისტო. 2020. 17:28

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სწავლის დაწყების პარალელურად განხორციელდება.

 

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

 

„სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის და რა თქმა უნდა, სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში. იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე, გვექნება პროტოკილი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება.

 

მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება. როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, განათლების სისტემა ეპიდსიტუაციას მოერგება.

 

 

 

big_banner
არქივი