logo_geo
ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს
- +

7 აგვისტო. 2020. 13:42

 

 

ქართველი მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს. მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა.

 

გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

 

ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს.

 

ვიდეოგადაღებები რეგიონში დღეს სრულდება. ქეთი მელუას აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომელიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება, მაყურებელი ეკრანებზე უკვე შემოდგომაზე იხილავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი