logo_geo
ამერიკელი მეცნიერები მარიხუანის მწეველებს: კანაფის ხშირი მოხმარება იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას, ინსულტს და გულის პრობლემებს
- +

7 აგვისტო. 2020. 15:09

 

 

ამერიკის გულის ასოციაციამ მარიხუანის მწეველეთათვის საგანგშო დასკვნა გამოაქვეყნა- ექიმ-მეცნიერთა აზრით, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ კანაბისის აქტიურმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი გულის შეტევები და ინსულტიც კი.

 

სამეცნიერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარიხუანის მოწევას ისეთი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის, როგორ მძიმე შედეგებსაც ორგანიზმისთვის იწევს თამბაქოს მოწევა. კვლევებმა აჩვენა, რომ რეკრეაციულ ნარკოტიკს უკუჩვენებების ფონზე მაინც აქვს სარგებელი ჯანმრთელობაზე (ეიფორიის შემამსუბუქებელი ეფექტი ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ადამიანებისთვის), თუმცა კანაფის მოწევა დაკავშირებულია გულის მრავალ პრობლემასთან.

 

კანაფის მოწევიდან ერთ საათში მოსაწევის შიგნით არსებულმა ქიმიურმა ნაერთებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები, სისტემატური მოხმარების დროს კი დიდია ალბათობა გულის აჩქარების პერმანენტული გამოწვევისა.

 

მარიხუანაში არსებულ ტოქსინებს შეუძლიათ, შეცვალონ სისხლის არტერიული წნევა, გულისცემა და გამოიწვიონ ანთება - ეს ყოველივე კი შეიძლება გახდნენ გულის მძიმე დაავადებების, სისხლძარღვების შევიწროებისა და ინსულტის გამომწვევი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი