logo_geo
ლევან თოფაძე კლინიკიდან გაწერეს
- +

7 აგვისტო. 2020. 23:49

 

 

 

„დღეს გამოვიყვანეთ კლინიკიდან, ძალიან ითხოვდა, თვითონ ექიმებს უნდოდათ დარჩენილიყო, მაგრამ ბავშვის თხოვნა იყო, რომ სახლში გაეწერათ. მომავალ კვირას კიდე რამოდენიმე პროცესი უნდა გაიაროს, მაგრამ რა თქმა უნდა გადარჩა.

 

ფეხი აქვს მძიმედ, სისხლი აქვს ძალიან ბევრი და ორშაბათიდან დავიწყებთ რეაბილიტაციას“,- აცხადებს გოგი თოფაძე.

 

ისაუბრეს თუ არა მომხდართან დაკავშირებით ბაბუა და შვილიშვილმა ამ კითხვაზე გოგო თოფაძე ამბობს, რომ ჯერ პირველი დღეა რაც გაწერეს და ამ თემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა ბუნებრივია მას ბევრი კითხვა აქვს და ლევანის დაჭრის თემაზე ისაუბრებენ.

 

„დღეს პირველი დღეა და ამ თემაზე არ გვილაპარაკია. ხვალ და ზეგ მეც დავინტერესდები, ჯერ არაფერი ისეთი არ უთქვამს,“ – ამბობს გოგი თოფაძე.

 

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟმა ბუსა ჟვანიამ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ერთი კვირის წინ დაჭრა. დაპირისპირების მიზეზი გოგონა გახდა.

 

სასამართლომ ბუსა ჟვანია წინასწარ პატიმრობაში დატოვა და ბრალიც დაუმძიმა. თუმცა გოგი თოფაძე პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი