logo_geo
დღეს ფილმს „შინდისი“ მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ
- +

8 აგვისტო. 2020. 19:02

 

 

ფილმს „შინდისი“ დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ. საქველმოქმედო ჩვენება გაიმართება #CaveaDriveIn ლისზეც.

 

ორგანიზატორების ინფორმაციით, შემოსული თანხის ნახევარი ქველმოქმედებას მოხმარდება. საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე შექმნილი ფილმის ჩვენება სპეციალურ ფასად გაიმართება.

 

„8 აგვისტოს, „კავეა დრაივინ ლისზე“ „შინდისის“ ნახვას მაყურებელი საკუთარი ავტომობილიდან სტანდარტული - 29 და 39 ლარის ნაცვლად, სპეციალურ ფასად 10 და 15 ლარად შეძლებს.

 

„შინდისი“ - ეს არის ამბავი შინდისის გმირებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თავგანწირვისა და გმირობის ისტორია, რომელიც უნდა ნახო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი