logo_geo
მაია ბუწაშვილი: მოსახლეობას სულ ვაფრთხილებთ თუ ტკიპის ნაკბენია მიმართონ ექიმს
- +

9 აგვისტო. 2020. 00:05

 

 

ახალ ვირუსზე, რომელიც ჩინეთში SFTS-ის სახელით გავრცელდა და შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, „პრაიმტაიმთან“ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს.

 

 მისი განმარტებით, ახალ ვირუსზე დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება, მნიშვნელოვანია, რას იტყვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

 

 

„ახალ ვირუსზე დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. მხოლოდ ლოკალური ხასიათი აქვს, ჯანმოსაც გაფრთხილება არ გაუვრცელებია, რომ მასშტაბურ ეპიდემიას უნდა ველოდეთ.

 

მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ვირუსის ლოკალური აფეთქებები ძალიან ხშირია, ახლა Covid-ის გამო მიიქცია ყურადღება და ყველა ყველაფერს თვალყურს ადევნებს.

 

 ამ ტიპის ინფექციებს ნაკლებად ახასიათებს მასშტაბური გავრცელება, უფრო აირწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსები იღებენ პანდემიურ ხასიათს“, – განმარტავს ბუწაშვილი.

 

 რაც შეეხება საქართველოს…

 

 „ტკიპებით გადამდები ინფექციების ცალკეული შემთხვევები ჩვენთანაც ფიქსირდება. მაგალითად ბორელიოზი, რომელიც წელს ყველაზე ხშირად გამოვლენილი ინფექციაა. ტყიან მასივებში გასვლისას, განსაკუთრებით ზაფხულში არის საშიში. ამიტომ მოსახლეობას სულ ვაფრთხილებთ, თუ ტკიპის ნაკბენია, ან შენიშნავენ რამე სპეციფიურ გამონაყარს, მიმართონ ექიმს, რათა დროულად ჩაუტარდეთ დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, – ამბობს ბუწაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი