logo_geo
თეონა კონტრიძის რუსი მეუღლე ქართულად ალაპარაკდა
- +

9 აგვისტო. 2020. 12:14

 

 

ქართველი მომღერალი რუს ქმარს ქართულად საუბარს ასწავლის.

 

 „ძალიან მინდა თბილისში“ – ამბობს თეონა კონტრიძის მეორე ნახევარი. ნახეთ წყვილის უსაყვარლესი ვიდეო, რომელზეც თეონას ქმრის საქართველოსადმი დამოკიდებულება ნათლად ჩანს.

 

„რა სიტყვები იცი? ქართულად ლამაზი სიტყვები წარმოთქვი“ – ასე იწყება თეონა კონტრიძის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელსაც 40 ათასამდე ნახვა აქვს. Instagram-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ ქართველებისა და რუსების მხრიდან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. როგორც ჩანს, თეონას მეუღლეს საქართველო განსაკუთრებულად უყვარს და შვილებთან ერთად ქართულის შესწავლას წლების წინ შეუდგა. აღსანიშნავია, რომ შემსრულებლის ქმარი პანდემიამდე მეუღლის სამშობლოს ხშირად სტუმრობდა. მისი ჩოხიანი სურათები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა. ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი განსაკუთრებულად მომხიბლავად გამოიყურებოდა. „ჩემთვის ზოგადად ქართული ენაა ლამაზი!“ – ამ სიტყვებით პასუხობს ცნობილი შემსრულებლის ქმარი ქართველ ცოლს.

 

„მე თბილისში ძალიან მინდა, ხვალვე“ – განაგრძობს ნიკოლაი. ქმრით აღფრთოვანებული თეონა კადრს მიღმა სიცილს ვერ მალავს. როგორც ჩანს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, 43 წლის შემსრულებლის მეუღლემ თავად გადაწყვიტა უძველესი ენის შესწავლა. თავად შეაფასეთ, როგორ გამოსდის რუსეთში მოღვაწე არტისტის მეუღლეს ქართულად საუბარი.

 

 

https://www.instagram.com/p/CAvF7UaDekI/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი