logo_geo
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო
- +

10 აგვისტო. 2020. 02:23

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა.

 

„დავიწყეთ მეორე ეტაპი ფართომასშტაბიანი ტესტირების. ჯამში ამ დროისთვის მთლიანად არის დაახლოებით 1 500-ზე მეტი ნიმუში აღებული. ნაწილი უკვე ჩატანილია და ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულია. ჯერჯერობით გვაქვს 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რა თმა უნდა, ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ, გამოვლენილია კონტაქტები, რომლებიც, შესაბამისად, გადასულები არიან საკარანტინო სივრცეებში, ხოლო პაციენტი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ბეგაშვილმა.

 

ყარაჯალაში კორონავირუსით 43 ინფიცირებულია. ჯამში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი COVID-19-ის დიაგნოზი 71 ადამიანს დაუსვეს.

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთი მათგანი გაჩიანის კლასტერს მიეკუთვნება.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი