logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიხილეთ მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, რომელიც დღესაც უსირცხვილოდ და უნამუსოდ აცხადებს პრეტენზიებს
- +

10 აგვისტო. 2020. 15:12

 

 

„ჩვენ ვიხილეთ დიდი ტრაგედია, საერთო ეროვნული სირცხვილი, მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, რომელიც დღესაც უსირცხვილოდ და უნამუსოდ აცხადებს პრეტენზიებს. მას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - ძალაუფლება, რომელსაც ვერ ივიწყებს ვერც ის და ვერც მისი კორუმპირებული გუნდი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის ისტორიაში „რათა გავაგრძელოთ გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.

 

,,ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში, დიდება მის სახელს და მის ხსოვნას. იმ დროს, როცა გიორგის მსგავსი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი, ყოფილი პრეზიდენტის და მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს. აგვისტოს ომის შემდეგ ის რეპრესიების ტერორი, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა არის ძალიან მძიმე წარსული, რომელიც აღარასოდეს აღარ დაბრუნება. როდესაც ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ეს სამარცხვინო ადამიანი თავის მინისტრებთან ერთად ხუმრობდა, იცინოდა. მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც ომს, არც ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ან უნდა გავაგრძელოთ გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება, რომელიც ჩვენს ხალხს ებოძა ან ისევ ამ მუდმივი დესტაბილიზაციის და ოკუპაციის ხანაში უნდა დავბრუნდეთ, არჩევანი თქვენზეა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი