logo_geo
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასში“ კუთვნილი აქციების გასასხვისებლად აუქციონს აცხადებს
- +

10 აგვისტო. 2020. 16:39

 

 

„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს.

 

საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში  აუქციონის  გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება სს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6.  აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge , განაცხადის  #: 117207RBS67189920, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 671899 

 

 

გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ „საპარტნიორო ფონდს“ ელექტრონულ მისამართზე: info@fund.ge

 

 

big_banner
არქივი