logo_geo
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
- +

10 აგვისტო. 2020. 19:26

 

 

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა, გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

 

ტობავარჩხილის გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად, გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.

 

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელებს, პროექტის ღირებულება 5.9 მილიონი ლარი.

 

 

big_banner
არქივი