logo_geo
ფონდმა "ქართუ"-მ ლელა ვეფხვაძეს ბინა უყიდა
- +

10 აგვისტო. 2020. 20:28

 

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ერთ-ერთ მონაწილესა და ამ დღის სიმბოლოდ ქცეულ, მომღერალ ლელა ვეფხვაძეს, ფონდმა "ქართუ"-მ ბინა შეუძინა. ინფორმაციას ბიზნესმენი ლევან მაღლაკელიძე ავრცელებს.

 

„გილოცავთ ძვირფასო თანამოქალაქენო! მიზანი მიღწეულია, ჩვენი გმირი ლელა ერთობით ფეხზე წამოვაყენეთ. უახლოეს დღეებში ამ სიმღერას ლელა საკუთარ ჭერქვეშ შეასრულებს.

დიდი მადლობა ყველას მხარში დგომისათვის. უღრმესი მადლობა ,,ქართუ ფონდს” ,,ღირსების საქმის” ღირსეულად დაგვირგვინებისათვის! მრავალჟამიერ!”  - წერს ლევან მაღლაკელიძე.

 

 

big_banner
არქივი