logo_geo
გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანმტმა ნიკა ჟვანიამ, ბრალი ნაწილობრივ აღიარა
- +

10 აგვისტო. 2020. 21:56

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე, ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

 

როგორც ადვოკატმა განმარტა, დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა, კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ბრალდების შემსუბუქებას ითხოვს.

 

 

„აღიარებს, რომ ამ ცემაში გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო… წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის.

 

დარტყმით დაარტყა. ამბობს, თვითონ ყოველ შემთხვევაში ამას უთითებს, რომ ფეხის არეში დაარტყა”, – ამბობს ჟვანიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.

 

 

შეგახსენებთ,19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი