logo_geo
სალომე ჭაჭუა: თავიდან, ბეირუთში წასვლაზე ვორჭოფობდი, თუმცა...
- +

12 აგვისტო. 2020. 20:34

 

 

მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ბეირუთში მომხდარმა აფეთქებამ დიდი სტრესი მიაყენა. სალომე, პანდემიის დაწყებამდე, ქალაქ ბეირუთში, მეგაშოუში – “ცეკვავენ ვარსკვლავები” მიწვეულ ქორეოგრაფად მუშაობდა და იქ სამი თვე ცხოვრობდა. როგორც ჟურნალი “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰყვება, მისთვის დაუჯერებელი იყო იმის ყურება, რაც აფეთქებამ ლიბანის დედაქალაქს მოუტანა.

 

„ეს კადრები რომ ვნახე, მაშინვე ჩემს მეგობრებს დავურეკე, ვინც იქ შევიძინე ისინი მოვიკითხე. საბედნიეროდ, ყველანი კარგად არიან. მე იმ პორტიდან, სადაც ეს აფეთქება მოხდა, მოშორებით ვცხოვრობდი.

 

ბეირუთში წასვლაზე, თავიდან ვორჭოფობდი. ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირებებია. თუმცა რაც იქ ვიცხოვრე, არანაირი საფრთხე და დაძაბულობა არ მიგრძვნია. საკმაოდ კონტრასტული ქვეყანაა. ვცხოვრობდი ბეირუთის ქრისტიანულ მხარეს. იქ თბილი ადამიანები ცხოვრობენ“, - აცხადებს სალომე ჭაჭუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი