logo_geo
ქცევის წესები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში – ადმინისტრაციის განცხადება
- +

12 აგვისტო. 2020. 22:45

 

 

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია იმ წესებს ავრცელებს, რომლითაც პარკში უნდა ისარგებლოთ.

 

ტყე-პარკის ტერიტორიაზე არ არის დაშვებული გარემოს დაბინძურება ნებისმიერი გზით, მათ შორის – მოწევით.

 

  • გთხოვთ, პარკში ყოფნისას თავი შეიკავოთ ხმაურისგანაც.

 

  • დაცული ტერიტორიების წესების შესაბამისად, არ არის დაშვებული პარკის ტერიტორიაზე ცურვა და, ასევე, ბალახის საფარზე სიარული.

 

  • დენდროლოგიური პარკის წესებს ეწინააღმდეგება ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი ორთვლიანი ტრანსპორტით, სკეიტბორდითა თუ გორგოლაჭებით.

 

  • გთხოვთ, თავი შეიკავოთ სხვა სპორტული აქტივობებისგანაც.

 

  • დაუშვებელია დრონის აფრენა, მეხამრიდთან მიახლოება.

 

  • შინაური ცხოველები დაიშვებიან ალიკაპითა და საბმელით.

 

  • ასევე, არ არის დაშვებული ცხოველთა და ფრინველთა კვება.

 

  • მშობლებს ვთხოვთ, ნუ გაუშვებენ ბავშვებს ხიდზე მეთვალყურეობის გარეშე.

 

  • გამომდინარე იქიდან რომ პარკი 19:00 საათზე იკეტება და ტერიტორიის დათვალიერებას ერთ საათზე მეტი სჭირდება, პარკში შესვლა რეკომენდირებულია 18:00 საათამდე, 18:30 საათზე კი სტუმრების შესვლა შეწყდება.

 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტერიტორიაზე არ არის განთავსებული საკვები ობიექტები. სასმელი წყლის საჭიროებისას კი, სპეციალური ფანტანები დაგხვდებათ.

 

 

big_banner
არქივი