logo_geo
პაატა იმნაძე: სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები
- +

13 აგვისტო. 2020. 01:25

 

 

პაატა იმნაძის თქმით, არსებული ეპიდვითარების პირობებში ახალი შემთხვევების კონტროლი, ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და მათ ტესტირება შესაძლებელია.

 

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ასეთი მდგომარეობის შესანარჩუნებლად მოსახლეობამ კორონავირუსიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა დაიცვას.

 

„სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები - სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღბები და ხელები დავიბანოთ ხშირად. ამას თუ გავაკეთებთ კორონავირუსი არ შეგვაწუხებს, არ გავაკეთებთ და, სამწუხაროდ, შეგვაწუხებს“, - განაცხადა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი