logo_geo
როგორ გრძნობს თავს მძიმე ოპერაციის შემდეგ მერაბ კოკოჩაშვილი
- +

13 აგვისტო. 2020. 22:41

 

მერაბ კოკოჩაშვილმა ერთი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა. როგორც ჩვენი სააგენტო გაუწყებდათ, რეჟისორმა თოდუას კლინიკაში მსხვილი ნაწლავის ოპერაცია ჩაიტარა. კლინიკის ოფიციალურ გვერდზე ბატონი მერაბის კომენტარი იყო განთავსებული, სადაც ის ამბობს, რომ მისი დიაგნოზი მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე გახლდათ.

 

“ჩემი ექიმი ლაშა თურქიაშვილი მშვიდად, გულახდილად და ჩემთვის გასაგენ ენაზე მიხსნიდა ყველაფერს, დამიხატა ყველა დეტალი, გეგმა, რასაც აპირებდა ოპერაციაზე. განვაგრძობ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში” – წერდა ბატონი მერაბი.

 

“პრაიმტაიმმა” რეჟისორის მდგომარეობა მოიკითხა. როგორც გვითხრა, ამჟამად სოფელშია და თავს კარგად გრძნობს.

 

მერაბ კოკოჩაშვილი:  კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა, ძალიან დიდი მადლობა. ჯერჯერობით შეჩერებული ვარ მეც და ყველაფერი ასეა. ველოდები, როდის გაჩნდება მუშაობის გაგრძელების საშუალება. ფილმის ბიუჯეტი ისედაც მცირე იყო. ეს ნაწილი რომ დაიხარჯა, გადაღების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. პანდემიის გამო, ჩვენმა პარტნიორებმა ფინანსური დახმარების შესაძლებლობა დაკარგეს. ასე რომ, სანამ პროდიუსერი ახალ შესაძლებლობას არ მოიძიებს, შეჩერებულები ვართ.

 

რეჟისორი აკა მორჩილაძის ნაწარმოების “პერსო მონდოს” ეკრანიზაციაზე საუბრობს. გადაღებები თებერვალში მთაში მიმდინარეობდა. იმ პერიოდში ბატონმა მერაბმა უკვე დაიწყო ფილმის ბიუჯეტზე და შეჩერებულ გადაღებებზე საუბარი.

 

“ეს რა მუშაობაა არ ვიცი, ფული არ არის. ძალიან მიჭირს… გვაქვს ეპიზოდები, რომელიც უცხოეთში უნდა გადავიღოთ. ფილმი მარტში უნდა გამოსულიყო, მაგრამ შევჩერდით. საუკეთესო შემთხვევაში წლის ბოლოს გამოვა” – ამბობდა ჩვენთან რეჟისორი.

 

ფილმში მთავარ როლებს დუტა სხირტლაძე, ლევა წულაძე (ჭოლა) და ქეთა შათირიშვილი ასრულებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი