logo_geo
კაცმა ყოფილ ცოლზე შურისძიების მიზნით ჰასკი აწამა
- +

16 აგვისტო. 2020. 02:26

 

 

 

ოკლაჰომას შტატში მამაკაცს ჰასკი ორი წლის განმავლობაში ჯაჭვით ჰყავდა მიბმული და აშიმშილებდა.

 

ძაღლი სახელად ფინი, მეპატრონემ თავდაპირველად თავის ყოფილ ცოლს აჩუქა, ცოტა ხნის შემდეგ კი ქალმა განქორწინება მოსთხოვა. ამის გამო მამაკაცმა გადაწყვიტა შურისძიების მიზნით ყოფილი ცოლისთვის ნაჩუქარი ძაღლი ეწამებინა.

 

საქველმოქმედო ორგანიზაციის ცნობით, მამაკაცი ძაღლს იმისთვის აწამებდა, რომ ყოფილი ცოლისთვის შური ეძია.

 

ორი წლის განმავლობაში მამაკაცი ძაღლს სასტიკად ეპყრობოდა, ფინი ჯაჭვით მიაბა და მას ხშირ შემთხვევაში წყალსაც არ აძლევდა.

 

საბოლოოდ მაშველებმა იპოვეს ფინი, თუმცა ის ძალიან დასუსტებული იყო, იმდენად, რომ მას ტანზე ბეწვიც აღარ ჰქონდა.

 

ძაღლთა თავშესაფრის ცნობით, „ფინი“ ახლა თავს კარგად გრძნობს და ის მალე სრულად გამოჯანმრთელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი