logo_geo
სურვილი რომ აუცილებლად აგვისრულდეს
- +

17 აგვისტო. 2020. 01:10

 

 

დედამიწაზე რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სურვილია, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ღმერთს ვთხოვთ.

 

აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, თუ როგორ ვითხოვოთ სწორად, რომ უფალმა სურვილები შეგვისრულოს:

 

 

“მე ვთხოვე ღმერთს, დაესაჯა ჩემი მტერი, მაგრამ მან მითხრა: “არავითარ შემთხვევაში, ის შენი მეგობარი უნდა გახდეს.”

 

მე ვთხოვე ღმერთს, მოეცა ჩემთვის მოთმინება, მაგრამ მან მითხრა: “არავითარ შემთხვევაში, მოთმინება – განსაცდელების შედეგია. მას არ იღებენ. მას სწავლობენ.”

 

მე ვთხოვე ღმერთს, ჩემი ამპარტავნება გაექრო, მაგრამ მან მითხრა: “არავითარ შემთხვევაში, ამპარტავნებას არ აქრობენ. მასზე უარს ამბობენ.”

 

მე ვთხოვე ღმერთს, ბედნიერება მოენიჭებინა ჩემთვის, მაგრამ მან მითხრა: “არავითარ შემთხვევაში, მე დაგლოცავ, მაგრამ იქნები თუ არა ბედნიერი, ეს შენზეა დამოკიდებული.”

 

მე ვთხოვე ღმერთს, დავეცავით ტკივილისაგან მე და ჩემი ახლობლები, მაგრამ მან მითხრა: “არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ვიტანჯებით და ვიმარჯვეთ ტკივილებზე ერთად.”

 

მე ვთხოვე ღმერთს, სულიერად გავეზარდე, მაგრამ მან მითხრა: “არავითარ შემთხვევაში, სული თვითონ უნდა გაზარდო. მე მხოლოდ მიგანიშნებ სხვადასხვა სიტუაციებით და ადამიანებით.”

 

მე ვთხოვე ღმერთს, ისევე შემეყვარებინა სხვა ადამიანები, როგორც მას უყვარს და მან მიპასუხა: “სიამოვნებით! ძლივს მიხვდი რაც უნდა მთხოვო.”

 

მე ვითხოვე ძალა, ხოლო ღმერთმა მომცა არაერთი განსაცდელი, იმისთვის რომ გავძლიერდე.

 

მე ვითხოვე სიბრძნე, მაგრამ ღმერთმა მომცა პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე ბევრი უნდა ვიფიქრო.

 

მე ვითხოვე სიმამაცე, მაგრამ ღმერთმა მომცა საფრთხეები.

 

მე ვითხოვე სიყვარული, მაგრამ ღმერთმა გამომიგზავნა ის ადამიანები, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ.

 

მე ვითხოვე ბარაქა, მაგრამ ღმერთმა მომცა შესაძლებლობები.

 

მე ვერაფერი მივიღე იქიდან, რაც ვითხოვე.

 

მაგრამ მე მივიღე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა!”

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი