logo_geo
მაკა ცინცაძე: სწორია - ჩემს გადაწყვეტილებას ვიწონებ!
- +

24 ნოემბერი. 2016. 15:00



სკოლის დამთავრების შემდეგ იყო უნივერსიტეტი.  პროფესიის არჩევას რაც შეეხება, მაგრად ვიწვალე. თავიდან ბებიის მსგავსად, ექიმობა მინდოდა და მთელი მონდომებით ქიმია- ბიოლოგიას ჩავუჯექი, ზოგადადაც მაინტერესებდა ეს საგნები და როცა ამბობენ, რომ ამ საგნებს ან ფიზიკას ვერ ვიტანდიო,  მგონი, პედაგოგის სისუსტეზე მიუთითებს. ანუ მან ვერ აუხსნა ბავშვს, თუ რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია" - იხსენებს ტელე-წამყვანი მაკა ცინცაძე   „ქართულ აზრთან"  საუბრისას.

 

რაც შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლას, მოგვიანებით გადავიფიქრე და ეკონომისტობა ავირჩიე იმ იმედით, რომ უფრო გამომადგებოდა. ასე რომ, მათემატიკაც  ვისწავლე და ჩავირიცხე უნივერსიტეტში.

 

დღევანდელი და გუშინდელი გადასახედიდანაც არჩევანი მართებულია. არის ზუსტად ის, რაც მინდოდა. მუდმივი ცვლილებები და სიახლეები. არც ინტრიგების და დაპირისპირების ნაკლებობას განიცდი, როცა საქმე პოლიტიკაზე გადის, რაც ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს და ამძაფრებს. სწორია - ჩემს გადაწყვეტილებას ვიწონებ."- გვიყვება მაკა ცინცაძე.


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=48&id=570













 

big_banner
არქივი