logo_geo
კვების ობიექტებში რეგულაციები მსუბუქდება
- +

3 სექტემბერი. 2020. 13:33

 

 

მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებისთვის რეგულაციები შერბილდება. კერძოდ, ღია სივრცეებში ერთ მაგიდაზე 12 ადამიანის დასხდომა დასაშვები ხდება, აქამდე მოქმედი რეგულაციით, ეს რაოდენობა ექვსითაა განსაზღვრული. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ აცნობა.

 

მისი განმარტებით, ცვლილების მიზანია, მოხდეს კაფეებისა და რესტორნების ხელმძღვანელების წახალისება, რათა მომხმარებელს მომსახურება ღია სივრცეებში გაუწიონ, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკები უფრო დაბალია, ვიდრე დახურულ დარბაზებში.

 

ფერაძის განცხადებით, ცვლილება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და, შესაბამისად, ძალაში შევა.

 

დახურულ სივრცეებში კი, ექვსკაციანი შეზღუდვა ძალაში რჩება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი