logo_geo
ლომისას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
- +

4 სექტემბერი. 2020. 02:36

 

 

ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

 

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ფინანსები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც გამოცხადებულია.პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები. სამუშაოებისთვის ფინანსები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

 

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტული თვალსაზრისით უფრო მეტად პუპულარიზაციას ისახავს მიზნათ.

 

 

big_banner
არქივი