logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 სექტემბერი. 2020. 10:36

 

 

საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 596 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 294-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 250 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

 

 

big_banner
არქივი