logo_geo
მესი „ბარსელონაში“, ბარტომეუ ციხეში? – „ბარსაში“ ძაღლი პატრონს ვეღარა ცნობს
- +

4 სექტემბერი. 2020. 11:39

 

 

„ბარსელონაში“ მოვლენები ელვისებური სისწრაფით და ერთობ უცნაურად ვითარდება. კერძოდ, „მარკას“ მტკიცებით, თავდამსხმელმა ლეო მესიმ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. ის მიხვდა, რომ სასამართლო გარჩევები დიდხანს გაგრძელდება, ამასობაში მთელი სეზონი გაუცდება და უკან დახევა გადაწყვიტა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მესის არ უნდა „ბარსა“ ნეიმარის მსგავსად კონფლიქტით დატოვოს.

 

მესი კი ბრუნდება, მაგრამ შეიძლება კლუბში პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ აღარ დახვდეს. „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, კატალონიის პოლიციამ მას ბრალდება წაუყენა. ძიება ე.წ. „ბარსაგეიტზე“ კარგა ხანია მიმდინარეობს. სამართალდამცავებს მიაჩნით, რომ ბარტომეუმ კომპანია „I3 Ventures“-ს, რომელიც მის პირად რეპუტაციას იცავდა და თან გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ლიონელ მესისა და ჟერარ პიკეს აკრიტიკებდა, იმაზე ექვსჯერ მეტი თანხა გადაუხადა, რაც ასეთი „მომსახურება“ ღირს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი ბარტომეუსთან დაახლოებული პირი ჟაუმე მასფერერია. პოლიცია ეჭვობს, რომ კლუბიდან ამ კომპანიაში გადარიცხული ფული მასფერერმა და ბარტომეუმ ჩაიჯიბეს. „ბარსელონას“ პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

 

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რომელიც მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი