logo_geo
„თბილისი ენერჯი“: კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული
- +

4 სექტემბერი. 2020. 17:12

 

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს.

 

„ფართი, სადაც აფეთქება მოხდა, „თბილისი ენერჯის“ აბონენტად არ არის რეგისტრირებული და გაზი საერთოდ არ მიეწოდება.

 

კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი