logo_geo
ვაჟა სირაძე: აფეთქება სავარაუდოდ, კონდიციონერის დამონტაჟებისას მოხდა
- +

4 სექტემბერი. 2020. 21:53

 

 

 

 შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებულებს შორის არიან გამვლელი, მუშა და კლუბ „დეჟავუს“ თანამშრომელი.

 

მისივე თქმით, პირველადი ინფორმაციით, აფეთქება კონდიციონერის დამონტაჟებისას მოხდა.

 

პირველადი ინფორმაციით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ აფეთქება გამოიწვია კონდიციონერის დამონტაჟებისას ჟანგბადის ბალონმა. დაშავებულებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგახსენებთ. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია მუშა, ერთი გამვლელი და „დეჟავუს“ ერთი თანამშრომელი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, არის მუშა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი