logo_geo
მაკა ცინცაძე: GDS - ეს არის კომფორტული გარემო, სადაც არავინ არავის არ ჭამს, ვმეგობრობთ, რაც ტელევიზიაში მიღწევაა
- +

24 ნოემბერი. 2016. 16:00


 

ჩემი პირველი სამსახური იყო ერთ-ერთ მარკეტოლოგიურ კომპანიაში. პატარა ვიყავი, ზაფხულში, ერთი თვე გავატარეთ ქუჩაში, გადატანითი და ირიბი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით. დილიდან საღამომდე დავდიოდით და თბილისის მასშტაბით, კარდაკარ ვაგროვებდით ინფორმაციას, თუ რომელი ფირმის წარმოებულ პროდუქციაზე იყო ყველაზე მაღალი მოთხოვნა. ანაზღაურება 150 ლარი. ვიყიდე კედები და ვიყავი ბედნიერი." - იხსენებს ტელე-წამყვანი მაკა ცინცაძე   „ქართულ აზრთან"  საუბრისას.


მაესტრომდე" რამდენიმე სამსახურის გამოცვლა უკვე მოსწრებული მქონდა. რადიო უცნობის" შემდეგ დამირეკა კახა ბექაურმა, მივედი გასაუბრებაზე, შემდეგ გაკეთდა ჩანაწერი, შევთანხმდით პირობებზე და შემდეგ იყო სტუდია. რაც შეეხება GDS-ს - მაესტროდან" წამოსვლის შემდეგ დამიკავშირდა ვასილ მაღლაფერიძე, მივედი გასაუბრებაზე, გაკეთდა ჩანაწერი, შევთანხმდით პირობებზე, ისევ სტუდია და ამჯერად „20-30".

 

პროექტმა იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე წარმოვიდგენდი. შეიკრა გუნდი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმ საქმეზე ფიქრობს, რომელსაც აკეთებს. არის კომფორტული გარემო, არავინ არავის არ ჭამს, ვმეგობრობთ, რაც ტელევიზიაში მიღწევაა. რაც მთავარია, აქ ეგ ჩემი საქმე არ არის" არ არსებობს და რაც უმნიშვნელოვანესია, ჩვენ არ ვქმნით ამბებს, ჩვენ მაყურებლამდე მიგვაქვს ფაქტები, ზუსტად იმ ფორმით და ისე, როგორც ხდება."

 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=48&id=570

 











 

big_banner
არქივი