logo_geo
სუსი: „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე
- +

6 სექტემბერი. 2020. 12:37

 

 

„მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საზელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, გავიდა სიუჟეტი, რომლებიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დასაქმებულები.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ძმებ ვერულიძეებს (არც ერთ მათგანს) არასდროს არ უმუშავია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ავტომობილებს, ისინი გადაღებულია საჯარო სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილ ტერიტორიას.

 

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მიმართა, თუმცა, პასუხის მისაღებად კანონით გათვალისწინებულ თარიღს არ დაელოდა.

 

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.

 

აღნიშნული სიუჟეტი, „მთავარი არხის“ ეთერში გასული სხვა დეზინფორმაციული სიუჟეტების მსგავსად, მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას და მისი რეპუტაციის დაზიანებას“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში/

 

big_banner
არქივი