logo_geo
მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნება
- +

26 მარტი. 2017. 21:18



ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნას ითხოვენ. უკვე შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე დაიწყებეს მუშაობას. სოფელ მამათის დეპუტატი კახა ურუშაძე ამბობს, რომ სახლ-მუზეუმის გახსნაზე საქმის კურსში არიან ედუარდ შევარდნაძის ახლობლები.

 

„ჯერჯერობით მოსამზადებული სამუშაოები მიმდინარეობს. ვიცი, რომ ნათესავებმა იციან ამ წამოწყების შესახებ და სავარაუდოდ, ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებმაც იციან. ასევე დაგეგმილია სახლ-მუზეუმის ტურისტულ მარშრუტში ჩასმა და ამ ამბავს სოფელში დადებითად აფასებენ", - განაცხადა კახა ურუშაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი