logo_geo
ზურა ყიფშიძე: ახლა, როცა აღარ არის, ხშირად ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?
- +

7 სექტემბერი. 2020. 02:24

 

 

 

ძალზედ გულდასაწყვეტი და არასამართლიანია, რომ რამე საინტერესო სცენარის ფილმში ზურა ყიფშიძეს და ლიკა ქავჟარაძეს პარტნიორები არ ათამაშეს. რა ეკრანული წყვილი იქნებოდა… იშვიათი. სამწუხაროდ, ეს შანსი ვერც ერთმა რეჟისორმა ვერ გამოიყენა.

 

ისინი მხოლოდ ორ ფილმში გადაიკვეთნენ – “როცა აყვავდა ნუში” და “არგონავტები”, მედეასა და იაზონის როლებში. გადაცემაში “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” ზურა ლიკას ასე იხსენებს:

 

ზურა ყიფშიძე: – “როცა აყვავდა ნუშის” გადაღებისას გავიცანი, მე 17 წლის ვიყავი, ლიკა- 13-ის . პატარა სცენა ჰქონდა – ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი “ბანდა” – რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო. შეყვარებულები ვიყავით ყველა, რაღაც სხვანაირად. ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება, თან – ნიჭიერი. მისი აუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა.

 

უკვე დიდი ხანია ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. კალმით ნახატი ლიკა, მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში.. მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას.

 

ზოგჯერ მოენატრებოდი და დაგირეკავდა. გეტყოდა: როგორა ხარ? შენ ეტყოდი – ლიკა, გინდოდა რამე?

 

– არა, არაფერი, უბრალოდ, ისე მოგიკითხე, ხომ კარგათა ხარ?

 

ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი